ახალი ამბები
კავთისხევისა და მეტეხის სიახლოვეს მდინარე მტკვარში ბრაკონიერთა ორი ბრიგადა გამოავლინეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალისა და კავთისხევის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის კალაპოტში, მოქალაქეები გასაბერი ნავიდან, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით, ახდენდნენ უკანონო თევზჭერას.

ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრეს-სამსახურიდან გვაცნობეს. პრეს-სამსახურის ცნობით, ბრაკონიერებს მოპოვებული ჰქონდათ 1,5კგ. ხრამულის სახეობის თევზი.

შედგა შესაბამისი აქტები. გასაბერი ნავები, ჩოგანბადეები, ელექტროშოკური აპარატები, აკუმულატორები და მოპოვებული თევზი დაილუქა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 204 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 56 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
Print