ახალი ამბები
გორში კოტე ანანიაშვილმა და გიორგი ხოჯევანიშვილმა ახალგაზრდებს შტაბის გეგმები გააცნეს
გორში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა, ახალგაზრდებს შტაბის გეგმები გააცნეს. კოტე ანანიაშვილმა და გიორგი ხოჯევანიშვილმა მათ პარტიის ახალგაზრდული პოლიტიკაც გააცნეს.

შეხვედრა გორის „საქართველოსთვის“ რეგიონალურ ოფისში გაიმართა.

,,ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდა ისეთ საკითხებში, როგორებიცაა პარტიის ახალგაზრდული პოლიტიკა, ადგილობრივი შტაბის გეგმები და სტრატეგიები. შეხვედრაზე განიხილეს პრიორიტეტული საკითხი - უსაფრთხოების პლატფორმა, რაც გულისხმობს დეოკუპაციის საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობას.'' - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

გიორგი ხოჯევანიშვილი გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატია, ხოლო კოტე ანანიაშვილი - გორის მერობის სავარაუდო კანდიდატი გახარიას გუნდიდან.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პარტია „საქართველოსთვის“ ორგანიზაციის ახალგაზრდული მიმართულების ბორდის წევრი ხატია სტეფანოვი.

შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდები შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან.
Print