რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ
ინტერვიუში
აღნიშნულია, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვას აკრძალვას
დროებითი ხასიათი აქვს.
როგორც მასალაშია აღნიშნული, რომელსაც ინტერვიუს სახე აქვს, საგარეო
საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ავიამიმოსვლის აღსადგენად
რამდენიმე პირობების შესრულება საჭირო:
"არაერთხელ აღვნიშნეთ გაუქმების პირობები, ის კარგადაა ცნობილი
საქართველოს მხარისთვის. საუბარია საქართველოში ვითარების
სტაბილიზაციაზე, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტასა და ჩვენი
მოქალაქეების მიმართ საფრთხის გაქრობაზე. არ შეგვიძლია სანიტარულ-
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის უგულებელყოფაც. რუსეთი იძულებული იყო
შემოეღო ხსენებული შეზღუდვები ქართველი რადიკალების ცნობილ
პროვოკაციაზე რეაგირებისთვის",- აღნიშნულია რუსეთს საგარეო საქმეთა
სამინისტროს განცხადებაში.
ორაბზაციან პასუხში ისიც აღნიშნულია, რომ რუსეთ-საქართველოს
ურთიერთობების აღდგენა ორმხრივი პროცესი უნდა იყოს:
"ჩვენ ვრჩებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების,
არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და
განვითარების მიზნების ერთგული - ეს ყველაფერი ჩვენი ორი ქვეყნის
ხალხების ინტერესებშია. თუმცა, ასეთი პროცესი ორმხრივი უნდა იყოს.
ვიმედოვნებთ საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან გაკვეთილებს
გამოიტანს და რუსეთთან მიმართებით მეტად გაწონასწორებულ პოლიტიკას
აწარმოებს",- ნათქვამია განცხადებაში.