ახალი ამბები
კასპში 4 ადამიანს გადაუდებელი მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ არ აუნაზღაურა - კლინიკა ჩივის
კასპში 4 მოქალაქეს საავადმყოფოში ჩატარებული გადაუდებელი მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ არ აუნაზღაურა.

ამის შესახებ შპს ,,მ...ა''-მ გორის სასამართლოს მიმართა და თანხა მოითხოვა.

დავის მიხედვით, ოთხივე პაციენტს მკურნალობა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში ჩაუტარდა.

თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ თანხა არ აანაზღაურა. ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განცხდებით, ოთხივე პაციენტმა კლინიკა 24 საათში დატოვა, შესაბამისად, მათი მკურნალობის ხარჯები ანაზღურებას არ ექვედებარებოდა.

სასამართლოზე ოთხივე შემთხვევა დეტალურად განიხილეს.

ერთი პაციენტი (ბავშვი) ცხენიდან იყო ჩამოვარდნილი და შუბლი ჰქონდა გატეხილი; ერთ მამაკაცს კი თავი ჰქონდა გატეხილი - რკინაზე დარტყმის შედეგად. ორი პაციენტი მიყვანილი იყო ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ. მათ ერთდროულად, სტაციონალური და ამბულატორული მკურნალობა ჩაუტარეს, რაშიც ჯანდაცვის სამინისტომ ეჭვი შეიტანა.

ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, იქ ჩატარებული მკურნალობა არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

საქმის მასალების მიხედვით, ოთხივე პაციენტი შემდეგში სხვა კლინიკებში წასულან.

სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ ოთხივე პაციენტის მკურნალობის უნდა აანაზღაუროს, რადგან მართალია, ნაადრევად დატოვეს საავადმყოფო, თუმცა ისინი სახლში არ წასულან, არამედ სამკურნალოდ შესაბამისი პროფილის საავადმყოფოებში. შესაბამისად, სასამართლოს აზრით, შესაბამისი თანხა ყველამ კლინიკამ უნდა მიიღოს.
Print