ახალი ამბები
გორის სოფელ საქაშეთში მერის წარმომადგენლის ასისტენტის შეცვლას ითხოვენ
გორის სოფელ საქაშეთში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მერის წარმომადგენლის ასისტენტის შეცვლა მოითხოვეს.

შეხვედრას დაესწრნენ საჯარო მოხელეები როგორც მერიიდან, ასევე მერის წარმომადგენელი ვარიანის ადმინისტრაციულ ერთეულიდან

სოფელი საქაშეთი შედის ვარიანის ადმინისტრაციულ ერთეულში. ვარიანში წარმომადგენლად დანიშნულია ცირა ხიზანიშვილი. მისი თქმით, მოსახლეობამ ერთ-ერთი ასისტენტის შეცვლა მოითხოვა:

,,მე მყავს ორი ასისტენტი - ერთი საქაშეთიდან, მეორე ახალდაბიდან. მოსახლეობამ მოითხოვა საქაშეთის ასისტენტის შეცვლა. როგორც მე ვიცი, მიმდინარეობს მერიაში ამ საკითხის განხილვა,'' - გვითხრა ხიზანიშვილმა. მისი თქმით, დღეს მომუშავე ასისტენტები მას არ წარუდგენია.

ადგილობრივი მცხოვრებლები წერენ, რომ დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება, თუმცა გარკვეულმა პირებმა სკოლის პედაგოგებს და საბავშვო ბაღების თანამშრომლები გააფრთხილეს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ხელმოწერების შეგროვებაში.

საპროესტო აქციაზე განაცხადეს, რომ მათ სჭირდებათ ისეთი ასისტენტის დანიშვნა, რომელიც იზრუნებს სოფელ საქაშეთზე, რადგან სოფელი უყურადღებოდაა მიტოვებული.
Print