ახალი ამბები
შიდა ქართლის პროკურატურის მისაღებ ოთახს მანქანა დაეჯახა
წუხელ, დაახლოებით 01:30 სთ-ზე გორში ავტომანქანა დაეჯახა პროკურატურის მისაღებ ოთახს, სადაც პროკურატურის თანამშრომელი ოთარ ღუნაძე 50-ზე მეტი სახეობის მცენარეებს წლებია უვლის.

ყვავილების ნაწილი გადარჩა, ხოლო შენობის იმ მხარეს, სადაც მანქანა დაეჯახა, მცენარეები განადგურდა.



წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, შეეცადა არიდებოდა მოყინულ გზას, სადაც დაზიანებული მილიდან წყალი თვეებია ჟონავს. თუმცა ყინულზე მოცურდა და შენობას შეეჯახა.



ნახეთ მასალა არქივიდან: ,,გორელი კაცი, რომელიც სამსახურში 50-მდე ყვავილს უვლის'' https://t.ly/7vPvN
Print