ახალი ამბები
გორის ახლადრეაბილიტირებულ ,,ახალბაღში'' ატრაქციონები დაზიანებულია
დღეიდან, გორის კულტურისა და დასვენების პარკ "ახალბაღში" მოქალაქეების შესვლა დროებით შეიზღუდა.

ამის მიზეზი დაზიანებული ატრაქტიონებია.

გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ცნობით, სარეკრეაციო სივრცეში ატრაქციონები და მცენარეები მოქალაქეებმა დააზიანეს.

,,ახლადრეაბილიტირებულ პარკში უკვე დაზიანებულია მცენარეებისა და ატრაქციონების გარკვეული ნაწილი. შეზღუდვა გაგრძელდება დაცვის სისტემების ამოქმედებამდე, რის შემდეგაც ობიექტი ოფიციალურად გაიხსნება.'' - აღნიშნულია კეთილმოწყობის სააგენტოს განცხადებაში.

გორის ახალბაღის პარკის რეაბილიტაცია 2021-2023 წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. დაიხარჯა 9 მლნ ლარამდე.

 

Print