ახალი ამბები
ქარელში მშენებარე ობიექტზე სხვადასხვა სახეობის გველების სამალავი აღმოჩნდა
17 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს წითელმუცელა მცურავების (Dolichophis schmidti) გამოსაზამთრებელი ადგილი აღმოაჩინეს.

ვიდეო ტიკ-ტოკზე გავრცელდა. 

კერძო მესაკუთრეს დაუკავშირდნენ ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი ("ორკინი - საქართველოს" ველური ბუნების მენეჯერი) და ილიაუნის მკვლევრები და სტუდენტები: გიორგი იანქოშვილი, იოანე როსტიაშვილი, ანდრო სოლომანაშვილი, ალისა სანაკოევა და მარი წულაია.

სამუშაოების დროს ამოიყვანეს 136 წითელმუცელა მცურავი (Dolichophis schmidti), 1 წენგოსფერი მცურავი (Platyceps najadum) და 1 წყლის ანკარა (Natrix tessellata).

მკვლევრებმა სარდაფში გაზომეს ტემპერატურა, ტენიანობა და შემდეგ გველები მსგავს გარემოში, ერთ-ერთის აგარაკზე, უსაფრთხოდ გამოსაზამთრებლად გადაიყვანეს.

,,ამ დროს, ტემპერატურის გამო მათ აქვთ შენელებული მეტაბოლიზმის პროცესი, თითქმის გაჩერებული, უნარი რეაქციების, სისწრაფე, მოკლედ ჩვეულებრივი ქმედებები აქვთ მინიმუმამდე დაქვეითებული, რის გამოც თავის დაცვას, გაქცევას თითქმის ვერ ახერხებენ...ამ დროს არ იკვებებიან"- წერს შოთა ზანდუკელი.

ექსპედიციის მონაწილეები მადლობას უხდიან კერძო მესაკუთრეს და ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომ გველები არ ამოიჟუჟნენ.


Print