ახალი ამბები
კომპანიის ცნობით, გორის რამდენიმე სოფელში მოსაცდელებისთვის ადგილის შერჩევა გაჭირდა
გორის რამდენიმე სოფელში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოსაცდელების ასაშენებელი ადგილის შერჩევა გაუჭირდა.

ამის შესახებ კომპანია ,,ომიკრონის"" წარმომადგენელმა წერილობით მერიას აცნობა. პრობლემის გამო, პროგრამა 13 თებერვალს არ დასრულდა. შესყიდვების სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე შესრულებულია სამუშაოთა დაახლოებით 20%.

კომპანია ,,ომიკრონის"" ცნობით, სამუშაოებს უამინდობამაც შეუშალა ხელი, თუმცა მერიისთვის არ წარუდგენია რაიმე საბუთი, სადაც 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლის პერიოდში, ნალექიანი ამინდების რაოდენობა იქნებოდა ასახული.

მოსაცდელები შენდება 13 სოფელში : თორტიზა, არბო, ქორდი, ოთარშენი, ბერშუეთი, ქვ. სობისი, ქვ. ახალსოფელი, ზერტი, მეჯვრისხევი, ხურვალეთი, ნადარბაზევი, ახრისი, ტინისხიდი.

Print