დღეს დილით ავტობანზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა.
შემთხვევა ქარელი - აგარის მონაკვეთზე მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალება გზის სავალი ნაწილიდან
გადავიდა, ბორდიურს შეეჯახა და გადაბრუნდა. დაშავდა მგზავრი.
მიკროავტობუსში სულ ორი ადამიანი იმყოფებოდა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება.