ახალი ამბები
სოფლის დახრამული გზა გაზსადენის მილთან ერთად - კვერნაქის ქედი
ასე გამოიყურება გაზსადენი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.

მილი კვერნაქის ქედზეა - სოფელ შავშვებიდან იწყება და მთავრდება სოფელ ქვახვრელში.

როგორც სოფელ ქვახვრელში აცხადებენ, გზის დაზიანება სწორედ გაზსადენის სამუშაობმა გამოიწვია.



,,გაზსადენი მილი დაამონტაჟეს იმ ადგილზე, სადაც გზა გადიოდა. შემდგომში გზა პირვანდელ მდგომარეობაში არ დააბრუნეს, დროთა განმავლობაში გზა დაიხრამა. ახლა აღარც გზა გვაქვს, გაზსადენი მილიც საფრთხეშია, აღარც მინდვრის გზა გვაქვს, ვეღაც საქონელს ვაძოვებდთ. ამ მილსაც წაიღებს ნიაღვარი''- ამბობენ ადგილობრივები.

ამ გზით სოფლის მოსახლეობა უკავშირდება სამეურნეო სავარგულებს, ნათესებს, ასევე არის საქონლის სავალი გზა, თუმცა დახრამული გზის გამო, საქონელს მინდორში ვეღარ აძოვებენ. 


 

Print