ახალი ამბები
ნაბახტევსა და გარეჯვარში მწყერზე მონადირეები დააჯარიმეს
გორის რაიონის სოფელ პატარა გარეჯვართან მოქალაქეები მწყერზე აკრძალულ პერიოდში ნადირობდნენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის თანამშრომლებმა ასეთი 2 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, მონადირეებს 4 ცალი მწყერი უკვე მოპოვებული ჰქონდათ.

,,ჩამოერთვათ და დაილუქა სანადირო თოფები 15 ცალ დამუხტული და 7 ცალ დაუმუხტავი ვაზნა ერთად. შედგა შესაბამისი ოქმი." - აცხადებენ გარემოსდაცვითი დეპარტამენტში.

კიდევ ერთი ფაქტი ხაშურის რაიონის სოფელ ნაბახტევში დააფიქსირეს.

ნაბახტეველი მონადირე აცხადებს, რომ ის არ ნადირობდა. თოფით მინდორში იყო გამოსული და ძაღლს თოფის ხმას აჩევდა.

 





 

Print