ახალი ამბები
გორის საოლქო კომისია სოციალურ აქციას ,,სიკეთე გადამდებია" უერთდება
გორის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები სოციალურ აქციას ,,სიკეთე გადამდებიას" უერთდებიან და კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად კოლეგებს იწვევენ.

დღეს დილით მათ გორის ცენტრში განთავსებულ მაცივარში პროდუქტები მიიტანეს.

მაცივარი ახალგაზრდული მოძრაობა ,,დროას" წევრებმა ერთი წლის წინ დადგეს. მას შემდეგ პერიოდულად მაცივარში სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და კერძო პირები პროდუქტებს სოციალურად დაუცველებისთვის აწყობენ.

,,N32 გორის საოლქო საარჩევნო კომისია ვუერთდებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ სოციალურ აქციას #სიკეთეგადამდებია და ვიწვევთ ჩვენს კოლეგებს საქართველოს მაშტაბით" - აცხადებს მალხაზ მირუაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები