ახალი ამბები
დვანში არჩევნებს მუდმივად ,,ნაციონალები" იგებენ
სოფელ დვანში, მერის არჩევნების გარდა, სხვა ყველა დანარჩენ არჩევნებს ,,ნაციონალები“ იგებენ. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც (ორივე ტურში) მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი დამარცხდა.

საარჩევნო პროცესი სოფელში მუდმივად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ყოველდღიურად სოფლის ცენტრში იკრიბებიან და გეოპოლიტიკურ საკითხებსაც იხილავენ.

მერის წარმომადგენელი ზურაბ კოპაძე ,,ქართული ოცნების“ მიღწევებზე საუბრობს. საკრებულოს წევრი ამ სოფლიდან კი, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. სოფლის გამგებელი და დეპუტატი ერთმანეთის დეიდაშვილები არიან.

ნახეთ რეპორტაჟი დვანიდან, სადაც მოუსმენთ ადგილობრივების მოსაზრებებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები