ახალი ამბები
ბუქარესტში ,,ოქროს გორის" ძიუდოისტებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს
,,არ წამოეგოთ მათ მცირერიცხოვნობას, ,,ოქროს გორის" ხუთი მუშკეტერი უდაოდ რეჟიმს კარნახობს" - ასე შეაფასეს ქართველი ძიუდოისტების გამოსვლა რუმინელმა ჟურნალისტებმა ევროპის ლიგაზე. 

დღეს ბუქარესტში ვაჟა მარგველაშვილმა, ბექა ღვინიაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, ლუკა მაისურაძემ და უშანგი კოკაურმა საკლუბო ტურნირი მოიგოს.

გორის კლუბს ხელმძღვანელობს ნოდარ მეტრეველი. გუნდი ცოტა ხნის დაფუძნდა და ევროპის ლიგაზე საასპარეზოდ გავიდა.

გორის კლუბმა "ლაიპციგის" (გერმანია), შემდეგ იტალიური "ფიამ ჯალე", ნახევარფინალში სერბეთის კლუბი "კინეზის ნისიცი" და ფინალში საფრანგეთის "ბლან მენილი" დაამარცხეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები