ახალი ამბები
,,მნიშვნელოვანია, რომ აქ ვარ, ოსეთში" - გენო პეტრიაშვილი ,,ალანების" ფინალშია
,,ჩვენ ძალიან ახლობელი ხალხი და ერი ვართ. მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ აქ ვარ, ოსეთში" - განაცხადა ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა ვლადიკავკაზიის ტელევიზიის ეთერით.

ინტერვიუ საერთაშორისო ტურნირის ,,ალანის" დაწყებამდე ერთი დღით ადრე გავიდა. შაბათ-კვირას (8-9 დეკებერს) ვლადიკავკაზში ტურნირი მიმდინარეობს. გენო პეტრიაშვილი უკვე ფინალიშა, რომელიც 9 დეკემბერს 18 საათზე დაიწყება.

,,ბრძოლისთვის მზად ვართ. პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. ჩვენ ერთმანეთის ახლობელი ხალხი ვართ. ბავშვები ძალიან თბილად შემხვდნენ. ერთმანეთი გვიყვარს და პატივს ვცემთ." - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ცნობით, ,,ალანების" ფინალურ შეხვედრაზე 3 ქართველი გავიდა. ფინალში, გენო პეტრიაშვილის (125 კგ) გარდა, ბექა ლომთაძე (61 კგ) და ავთო კენჭაძე (74 კგ) მოხვდნენ.

ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ (61 კგ) საფინალო გზაზე სამი რუსი მეტოქე ჩამოიშორა, ნურგუნ ალექსანდროვს 4-0 და მაგომედრასულ იდრისოვს 6-4 მოუგო, ნახევარფინალში რევანში აურო ალექსანდრ ბოგომოევს ვისაც შესრულებული 4 ქულიანი გდების წყალობით 7-7-ზე აჯობა. ფინალში ქუთაისელი ფალავალი რამაზან ფერზალიევს დაეჭიდება.

მსოფლიოს მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა ავთო კენჭაძემ (74 კგ) ფინალისკენ მიმავალ გზაზე რუსეთის ნაკრების 4 წარმომადგენელი დაამარცხა. აჰმედ შოკუმოვს 4-1, კახაბერ ხუბეჟთის 11-0 და მაგომედ დიბირგაჯიევის 4-2 სძლია, ნახევარფინალში კი კენჭაძემ მაგომედხაბიბ კადიმაგომედოვს 7-3 მოუგო, ფინალში მისთვის კარგად ნაცნობ მეტოქეს რუს ტიმურ ბიჟოევს შეხვდება.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) რუსი მეტოქეების ოსტაპ პასენოკს (5-0) და ვიტალი გოგლოევს (12-4) ძლევის შემდეგ ამერიკელი რობერტ ნელსონი აშკარა უპირატესობით 10-0 გაანადგურა, ფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ირანელ ტაგი სადესადეს შეერკინება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები