ახალი ამბები
ატოცში გამყოფ ხაზთან კარვები გააშალეს - პოლიცია 30 მ მოშორებით მათ გადატანას ითხოვს
დღეს, სოფელ ატოცთან, მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერს დავით ქაცარავას განუცხადეს, რომ კარვები დაახლოებით 30 მ-ის მოშორებით, საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიის შიგნით გადაიტანოს.

ამის შესახებ ქაცარავამ პირდაპირ ეთერში, სოციალურ ქსელის მეშვეობით, განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ხელისუფლებისგან მიიღო დაავალება, რომ კარვები გადაიტანონ მოშორებით.

,,დღეს, 9 დეკემბერს, პოლიციამ კარვის 30 მეტრით გადმოწევა მოითხოვა. მიზეზად ჩვენივე უსაფრთხოება დასახელდა, თუმცა, ვერ მივიღეთ დასაბუთებული ახსნა, რას წყვეტდა 30 მეტრი. კარვის გადმოწევაზე უარს ვამბობთ. დათო ქაცარავა რთავს ლაივს და ამბობს, რომ ხელისუფლება უკანდახევას გვაიძულებს. ამის შემდეგ თბილისიდან ჩვენს მხარდასაჭერად წამოსული რამდენიმე მანქანა შაქშაქეთთან. პოლიციის საგუშაგოსთან გააჩერეს და ატოცისკენ არ ატარებენ. " - ამბობს მოძრაობის წევრი ლაშა ბერულავა.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, რომელიც დე-ფაქტო რესპუბლიკის დაქვემდებარებულ სოფელ ბალთას ემიჯნება, ახალი ბოძების მონტაჟი 2018 წლის 1 ნოემბრიდან დაიწყეს. ,,ძალა ერთობაშიას" წევრების ცნობით, ამჟამად, რუს სამხედროებს 148 ბოძი აქვთ დამონტაჟებული. ისინი ფიქრობენ, რომ სწორედ მათი აქტიურობის შედეგად, რუსი სამხედროები მუშაობის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები