ახალი ამბები
ხელთუბანი-მეჯვრისხევის გზაზე ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა
შეჯახების შედეგად ერთ-ერთი მანქანა ხეხილის ბაღებისკენ გადავარდა. ავარია ერთი საათის წინ გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბანის შესასვლელში მოხდა.

შს სამინისტროს ცნობით, მოქალაქეები მსუბუქად დაშავდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდა.

თავდაპირველი ვერსიით, გორიდან ხელთუბნისკენ მიმავალ მანქანას, კუთვნილ ზოლზე, საპირისპირო მხრიდან მოძრავი მანქანა დაეჯახა. სავარაუდოდ, გასწრების დროს, ერთმანეთს ,,პრადოსა" და ,,09" მარკის ავტომანქანები შეეჯახა.

თვითმხილველების ცნობით, ამოტრიალებული იყო ,,09" მარკის ავტომანქანა.

საჯარიმო სადგომზე არც ერთი მძღოლის სატრანსპორტო საშუალება არ გადაუყვანიათ. ავარია დევნილთა დასახლებასთან გამავალ გზაზე მოხდა.





Print

სტატიის გამოყენების პირობები