ახალი ამბები
ბექა ლომთაძე ,,ალანების" ტურნირზე ფინალში რუს ფერზალიევთან დამარცხდა
ვლადიკავკაზში ბექა ლომთაძე რუს მოჭიდავესთან რამაზან ფერზალიევთან ფინალში დამარცხდა.

61 კგ წონით კატეგორიაში ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 4:3 დამარცხდა.

ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ (61 კგ) საფინალო გზაზე სამი რუსი მეტოქე ჩამოიშორა, ნურგუნ ალექსანდროვს 4-0 და მაგომედრასულ იდრისოვს 6-4 მოუგო, ნახევარფინალში რევანში აურო ალექსანდრ ბოგომოევს ვისაც შესრულებული 4 ქულიანი გდების წყალობით 7-7-ზე აჯობა. 

8-9 დეკემბერს ვლადიკავკაზში მიმდინარეობს საერთაშორისო ტურნირი ,,ალანები". საქართველოდან ჩრდილოეთ ოსეთში 18-კაციანი დელეგაცია (სპორსტსმენებთან ერთად) იმყოფება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები