ახალი ამბები
ავთანდილ კენჭაძე ტურნირ ,,ალანების" ფინალში რუს მეტოქესთან დამარცხდა
ავთანდილ კენჭაძემ ფინალში ორთაბრძოლა რუს ტიმურ ბიჟოევთან დათმო.

74 კგ წონით კატეგორიაში ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 4:1 დამარცხდა.

მსოფლიოს მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა ავთო კენჭაძემ (74 კგ) ფინალისკენ მიმავალ გზაზე რუსეთის ნაკრების 4 წარმომადგენელი დაამარცხა. აჰმედ შოკუმოვს 4-1, კახაბერ ხუბეჟთის 11-0 და მაგომედ დიბირგაჯიევის 4-2 სძლია, ნახევარფინალში კი კენჭაძემ მაგომედხაბიბ კადიმაგომედოვს 7-3 მოუგო.

8-9 დეკემბერს ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში საერთაშორისო ტურნირი ,,ალანები" მიმდინარეობდა. საქართველოდან ვლადიკავკაზში 18-კაციანი დელეგაცია იმყოფება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები