ახალი ამბები
გენო პეტრიაშვილმა ,,ალანების" ფინალში გაიმარჯვა
გენო პეტრიაშვილმა ვლადიკავკაზში ირანელი ტაგი სადესადე დაამარცხა. საერთაშორისო ტურნირზე, რომლის სახელწოდებაა ,,ალანები", ავნეველმა (დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოქცეული სოფელი) სპორტსმენმა 125 კგ წონით კატეგორიაში 10:1 მოიგო.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა, ფინალამდე, რუსი მეტოქეების ოსტაპ პასენოკს (5-0) და ვიტალი გოგლოევს (12-4) ძლევის შემდეგ ამერიკელი რობერტ ნელსონი აშკარა უპირატესობით 10-0 გაანადგურა.

8-9 დეკემბერს ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში საერთაშორისო ტურნირი ,,ალანები" მიმდინარეობდა. საქართველოდან ვლადიკავკაზში 18-კაციანი დელეგაცია იმყოფება.

,,მნიშვნელოვანია, რომ აქ ვარ, ოსეთში" - გენო პეტრიაშვილი ,,ალანების" ფინალშია
Print

სტატიის გამოყენების პირობები