ახალი ამბები
ლერი ხაბელოვს ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტმა მადლობის სიგელი გადასცა
დღეს, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს მადლობის სიგელი ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტმა ვიაჩესლავ ბითაროვმა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიკავკაზიის ტელევიზია ავრცელებს.

სპორტულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის ხაბელოვი, საერთაშორისო ტურნირ ,,ალანების" არენაზე, რუსეთის სხვა სპორტსმენების გვერდით დაასახელეს.

8-9 დეკემბერს, ვლადიკავკაზში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში. ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში საქართველოს დელეგაცია 18-კაციანი შემადგენლობით ჩავიდა. ფინალში სამი ქართველო მოჭიდავე იბრძოდა, თუმცა პირველი ადგილი მხოლოდ გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა.

საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობდნენ რუსეთის, აზერბაიჯანის, ირანის, აშშ-ს, ბელორუსიის, ბაჰრეინის სამეფოს, ყაზახეთის, მოლდოვის, მონღოლეთის, სლოვაკეთის და ჩრდილოეთ ოსეთის სპორტსმენები. ტურნირზე არ მონაწილეობდნენ ცხინვალელი სპორტსმენები.


Print

სტატიის გამოყენების პირობები