ახალი ამბები
საქართველოს ნაკრების წევრებმა ვლადიკავკაზში ბესიკ კუდუხოვის ხსოვნას პატივი მიაგეს
ჩრდილოეთ ოსეთში მყოფმა ნაკრების წევრებმა, რომლებიც საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობას იღებდნენ, ბესიკ კუდუხოვის საფლავი მოინახულეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. მოჭიდავე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ატარებდა და ავტოავარიაში 2013 წელს გარდაიცვალა.

ბესიკ კუდუხოვი 1986 წლის 15 აგვისტოს საქართველოში, ახალგორის რაიონის სოფელ ცხილონში დაიბადა.

2006 წელს რუსეთის ნაკრების სახელით მსოფლიოს ჩემპიონატზე 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2007 წელს უმსუბუქეს წონაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 2009, 2010 და 2011 წლების მსოფლიოს პირველობებზე კი 60 კილოგრამში იმარჯვა.

პეკინის 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო ლონდონის ოლიმპიადაზე (2012 წელს) ფინალში წააგო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები