ლუკას ვეგანო მსოფლიოს გარშემო მეშვიდედ
მოგზაურობს. ის პოლონეთში ინგლისური ენის პედაგოგია.
ამჯერად, ველოსიპედით სამოგზაუროდ უკრაინიდან წამოვიდა და
საქართველოში თურქეთის მხრიდან შემოვიდა. ქობულეთთან დასვენების დროს
ძაღლს საკვები გაუზიარა. შავ-თეთრი ძაღლი ლუკას დაუმეგობრდა და
გვერდიდან აღარ მოცილებია.
,,ვერიდები დიდ ქალაქებსა და ავტობანებს; რომ ნამდვილი საქართველო და
აქაური ხალხი ვნახო; რადგან დიდ ქალაქებსა და გზებზე ნამდვილი
კულტურისა და ადამიანების ნახვა არ შემიძლია“ - ამბობს ლუკასი.
ლუკასმა შავ-თეთრ ძაღლს ,,შარლოტა“ (შავი) დაარქვა. ქუთაისში
ვეტერინარს შეამოწმებინა. ლიხის მთა გადმოიარეს და შიდა ქართლში
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს სოფლებს გამოყვნენ. თავის თავგადასავალს
ლუკასი საკუთარ ბლოგზე აქვეყნებს:
,,ჩემმა მეგობარმა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, გადაწყვიტა შარლოტა
აიყვანოს. თბილისში ყველანაირ საბუთებს გავამზადებთ, პასპორტსაც
ავუღებ და გავუგზავნი მას. ძალიან კარგი ძაღლია. არავის ერჩის. არც იმ
ძაღლებს, გზებზე რომ ხვდებიან“ - ყვება ლუკასი.
მოგზაურმა შეამჩნია, რომ საქართველოში ძალიან ბევრი მიუსაფარი ძაღლია
და წუხს, რომ ადამიანები ძაღლებს ასე ექცევიან:
,,საშუალება რომ მქონდეს, ყველას თან წავიყვანდი.“ - წერს საკუთარ
ბლოგზე ლუკას ვეგანო.
სტატიის გამოყენების პირობები