ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა
დღეს, ჯავის რაიონში განთავსებულ ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიის გამო, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგია შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით, ავარია შუადღეს მოხდა, ხოლო, ბოლო მონაცემებით, დაზიანების კერა ჯერ არაა აღმოჩენილი.

,,ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი დაახლოებით 64 ათასი მოსახლე" - წერენ ცხინვალელი ჟურნალისტები. გარდა ამისა, ამინდის გაუარესების გამო, რუსეთთან დამაკავშირებელი გზაც ჩაიკეტა. როკის გვირაბში მოძრაობა დღის 12 საათიდან შეწყდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები