ახალი ამბები
გორის კულტურის ცენტრში ნაძვის ხე არა აქვთ
გორის ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში აცხადებენ, რომ საშობაო ნაძვის ხე არა აქვთ და მის ყიდვას სასწრაფო წესით ითხოვენ. ამის შესახებ მოხსენებითი ბარათით მენეჯერმა სოფო ჭილაშვილმა ცენტრის დირექტორს გიორგი ქვათაძეს აცნობა.

გიორგი ქვათაძის განცხადებით, თუ ნაძვის ხე დაუყოვნებლივ არ შეისყიდეს, ჩაიშლება ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც კულტურის ცენტრშია დაგეგმილი. საუბარია 0,5 მ სიმაღლის ნაძვის ხეზე.

გიორგი ქვათაძე ოფიციალურად წერს რეალური საფრთის შესახებ:

ციტატის დასაწყისი:

,,1. ჩაიშლება ღონისძიებათა კვირეული, რომელიც ყოველწლიურად ტარდება უკვე მრავალი წელია, კულტურის სასახლეში.
2. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი ახალგაზრდული წრის ბავშვები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან ამ ღონისძიებისთვის.
3. ყველა ფორმა სხვადასხვა ზღაპრისთვის და თეატრალური დადგმისთვის და ასევე ყველა დეკორაცია, რაც კი იქნა შეძენილი, ხიბლს კარგავს, თუ არ იქნება ნაძვის ხე, რომელიც არის სიმბოლო ყველა ზემოთ ხსენებულისა.
4. ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე არის წარმოუდგენელი ბავშვებისთვის.
5. ყველა ქმედება იქნება ჩაშლილი, ვინაიდან საახალწლო ზეიმის თემატიკა ნაძვის ხის გარშემო ტრიალებს.“ - ციტატის დასასრული.

კულტურის ცენტრის დირექცია მზადაა ნაძვის ხის შესაძენად 2 ათასი ლარი გამოყოს, რომლის ხარჯვის უფლებასაც კატეგორიულად ითხოვენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები