ახალი ამბები
,,აჰყარეთ გარემოვაჭრეები" - მოთხოვნა პატრულს და მერს

 

მოვაჭრეები, რომლებიც ,,თავისუფალი დამოკრატების" გორის ორგანიზაციის თავმჯდომარეს შეხვდნენ, ერთი წლის წინ, გორის ძველი ბაზრის ტერიტორიაზე იდგნენ. ახალი ბაზრის აშენების და ძველი ბაზრის შენობის დანგრევისთანავე, იძულებულები გახდნენ, შპს ,,გეორგია 21-ე"ს ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. ნაწილი კი ახალ ბაზარში, წმინდაწყლის დასახლებაში გადავიდა. ჩაფიქრებული იყო, რომ ახალ ბაზარზე, (წმინდაწყალზე), თან ავტოსადგურიც ,,გაჰყვებოდა". ავტოსადგურის ხელმძღვანელმა და, შესაბამისად, მის ტერიტორიაზე მდგომმა გადამზიდავებმა წმინდაწყალზე გადასვლა არ ისურვეს.

 

ამის გამო, ახალი ბაზარი სრული დატვირთვით არ ამუშავდა. ძველი ბაზრის მოვაჭრეთა ნაწილი იძულებული გახდა, რომ ძველ ბაზარშივე გარკვეული ადგილები თვითნებურად დაეკავებინა. განსაკუთრებით, - მწვანე ზოლი და მანქანების გასაჩერებელი ადგილები. გარემოვაჭრეებად ქცეული მოვაჭრეები, ერთი წლის წინ, აცხადებდნენ, რომ ახალ ბაზარში ვაჭრობა არაა, ხოლო ოჯახები შემოსავლების გარეშე რჩება. 

 

რაც შეეხება დღევანდელ აქციას, შპს ,,გეორგია 21"-ეს მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი, იუსტიციის სახლის უკან გაჩაღებული გარევაჭრობის აკრძალვას, ელოდებიან. გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი მათ უხსნის, რომ ტერიტორია კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის. კერძო მესაკუთრემ  კი შიდა ქართლის საპატრულო პოლიციას არაერთხელ მოსთხოვა ტერიტორიის გასუფთავება, მაგრამ ხმაურის და აყალმაყალის შიშით, ძალოვანი უწყებები იძულებითი ფორმების გამოყენებას ერიდება.

 

ამ ეტაპზე გარევაჭრობის აკრძალვის საკითხი კვლავ დადგა. ამის გასარკვევად ,,გეორგია 21-ე"ს მოვაჭრეები პარლამენტარს შეხვდნენ. თამაზ შიოშვილი დაპირდა, რომ საკითხს მერთან და სხვა შესაბამის უწყებებთან დააყენებს.

 

მოვაჭრეები პატრულის უმოქმედობაზეც ამახვილებენ ყურადღებას: ,,აბა, დააჯარიმონ რამდენიმე მათგანი და მერე როგორ გაბედავენ გარევაჭრობას დავინახავთ" - განაცხადეს მათ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები