ახალი ამბები
მოწამლული სამი მამაკაციდან ერთი გარდაიცვალა - პოლიციამ გამოძიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტზე დაიწყო
გორში, სამეფო ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

გორის შს სამმართველომ, წინასწარი მოკვლევით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-მოხმარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის გარემოებები გამოკვეთა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიებას 115-ე მუხლი და 273-ე მუხლების მიხედვით აწარმოებენ.

დღეს დილით სამეფო ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი უგონო მდგომარეობაში ნახეს. აქედან 24-წლის მამაკაცი გარდაცვლილი იყო, დანარჩენი - 25 წლისა და 35-წლის მამაკაცები უგონო მდგომარეობაში იყვნენ და გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.

ჰოსპიტალში ამბობენ, რომ მამაკაცები ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებიან. სამივე პირი ერთმანეთის ახლობელია. ოჯახის უფროსს მეუღლე და შვილი სოფელში ჰყავდა გაგზავნილი, ძმაკაცი და ბიძა მისი სტუმრები იყვნენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები