ახალი ამბები
რესტორნიდან გადაყრილი ნარჩენებით მოსწავლეებმა ნაძვის ხეები გააკეთეს
ქარელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნარჩენებისგან ნაძვის ხეები გააკეთეს. ისინი დღეს ქარელის მეორე საჯარო სკოლის დარბაზში გამოფინეს და მისმა ავტორებმა კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.

ჟიურის წევრების შეფასებით გამარჯვებულია თითოეული ნამუშევრის ავტორი.

ნარჩენებისგან საახალწლო ნივთების დამზადების იდეა სკოლის მოსწავლეებს იმ ბავშვებმა შესთავაზეს, რომლებმაც გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ,,სენის" ორგანიზებით გამართულ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.

მათ დასამზადებლად გამოიყენეს კვერცხის ფირფიტები, დისკები, ლუდის ჭიქები, ქაღალდები, გადამწვარი ნათურები და ა.შ.



ნაძვის ხე ლუდის ჭიქებით





ნაძვის ხე პლასტმასის ბოთლებით



ნაძვის ხე გირჩებით



ნაძვის ხეები კვერცხის ფირფიტებით, ლუდის ჭიქებით, გირჩით და დისკებით
Print

სტატიის გამოყენების პირობები