ექიმი-ლაბორანტი ლილი დათუნაშვილი, რომელიც დღეს გარდაცვლილი იპოვეს
13:44 / 28.12.2018
74-წლის ლილი დათუნაშვილი ექიმ-ლაბორანტად ჯუმბერ გოგიაშვილის
სამშობიარო კლინიკაში მუშაობდა. მან სამუშაო კაბინეტი გუშინ დატოვა,
თუმცა დღეს სამსახურში აღარ გამოჩენილა.
ის დღეს თანამშრომლებმა მოიკითხეს, მაგრამ ტელეფონზე არ პასუხობდა.
ქალბატონი ლილი არ პასუხობდა ასევე შვილის სატელეფონო ზარს.
გორში დაბრუნებისას კი, შვილს ბინაში საშინელი სიტუაცია დახვდა. დედას
თავი ჰქონდა გატეხილი, ხოლო ოთახში მკვლელობის სხვა
გარემოებებიც აშკარა იყო.
ლილი დათუნაშვილი საახალწლოდაც ემზადებოდა. მეზობლებმა ორი დღის წინ
ბაზარში ნახეს - ნიგოზს ყიდულობდა.
გორის შს სამმართველოს გამომძიებლებმა გამოძიება მკვლელობის მუხლით
დაიწყო. შემთხვევის ადგილზე ძაღლიც მიიყვანეს.
სტატიის გამოყენების პირობები