მეორე სერვის-ცენტრი საქართველოს მასშტაბით ორგანიზაციის 40-ე ფილიალია.
,,ქალაქის ცენტრში კიდევ ერთი სერვის ცენტრის გახსნა მომხმარებლებსა და ფინკა ბანკს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო მოხერხებულსა და ხელმისაწვდომს გახდის, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს შიდა ქართლის რეგიონში სოფლის მეურნეობისა და სხვა, მცირე თუ საშუალო ბიზნესის განვითარებას." - აღინიშნა პრეზენტაციაზე.
ფინკა ბანკი დღეისათვის 55 000 ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირს უწევს ფინანსურ მომსახურებას.
2015 წელს ფინკა ბანკი გეგმავს ახალი სერვის ცენტრების გახსნას თბილისსა და რეგიონებში, ასევე მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ ახალ საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებას შესთავაზებს.
სტატიის გამოყენების პირობები