გორის ბაზარში ქალს ჩანთიდან საფულე ამოაცალეს. შემთხვევა 21-ე
საუკუნის ბაზრობაზე გუშინ საღამოს მოხდა.
პოლიციის ცნობით, დაკავებულია 33-წლის მამაკაცი, რომელიც
დაზარალებულმა ამოიცნო.
გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. წინასწარი გამოძიების
მიხედვით, ქალბატონი ბაზარში პროდუქტების საყიდლად
იმყოფებოდა.
ქალბატონმა გამოძიებასთან მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ საფულე
ჩანთიდან ამოაცალეს და ჩანთა არ გაუტაცებიათ.
PHOTO
copyrith from
https://www.corporatetravelsafety.com/safety-tips/how-purse-thieves-work-2/
სტატიის გამოყენების პირობები