დღეს 5 თებერვალს სამოქალაქო შერიგებისა და ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჯარიაშენში განვითარებულ მოვლენებზე კასპის რაიონის სოფელ ვაკეში ისაუბრა. რუსთავი 2-ის კითხვაზე, თუ რატომ არ ხვდება ის ადგილობრივ მოსახლეობას, ზაქარეიშვილმა უპასუხა: ,,ვინც ამას ამბობს, ჯერ ენა უნდა დაისველოს."
ჯარიაშენელები აცხადებენ, რომ ახლადგავლებული მავთულხლართების მიღმა 30 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი დარჩა. პაატა ზაქარეიშვილი საერთაშორისო სასამართლოში ჯარიაშენელების ინტერესების დაცვის სირთულეებზე ამახვილებს ყურადღებას:
,,ორი წელია გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლების მოსახლეობას ვეხვეწებით, რომ მიწები დაიკანონონ. როცა მიწა საკუთრებაში არა აქვთ, ძნელია, ამტკიცო სიმართლე. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ ასეთი მიწების დაკანონება უფასოდ მოხდეს" - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
იხ. უფრო ვრცლად:
სტატიის გამოყენების პირობები