ახალი ამბები
ავტობანზე მომხდარ ავარიის გამო 22 მძღოლი დააჯარიმეს
საბოლოო მონაცემებით, იგოეთი-რენეს მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ 6 ადამიანი დაშავდა. 6-ვე მათგანი კასპის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შს სამინისტროს ცნობით, მძღოლების მიმართ გატარდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის გათვალისწინებული ზომები, ასევე, რამდენიმე პირის მიმართ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი (125-ე მეათე ნაწილით) 22 მძღოლს გამოუწერეს. მძღოლები ბიუჯეტში 250-250 ლარს გადაიხდიან. ხოლო 5 ავტომანქანის შეჯახების ფაქტზე, (სხეულის მსუბუქი დაზიანების შედეგით) გამოძიება სს კოდექსით მიმდინარეობს. რაც შეეხება საპატრულო პოლიციის მანქანას, პრეს-სამსახურის ცნობით, ეკიპაჟის წევრები მოძრაობას არეგულირებდნენ, რა დროსაც სხვა მანქანა შეეჯახათ.

შეგახსენებთ, 17 იანვარს, საღამოს 19 საათზე, თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები, მათ შორის, სატვირთო გადამზიდავი, ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაიმტვრა 27 მანქანა (გუშინდელ მონაცემით იყო 25).

მასშტაბური ავარია სოფელ რენესთან მოხდა. აღნიშნულ მონაკვეთზე გარეგანათების ბოძები არ აყენია. გზა მოიყინა, რასაც თან ახლდა თოვა.



ანა შეპკინას და ირმა კიტრიაშვილის ფოტოები.

იხ. ამავე თემაზე:

იგოეთი-რენეს მონაკვეთზე ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა

შსს: ,,ავტობანზე დაახლოებით 25 მანქანა დაიმტვრა"
Print

სტატიის გამოყენების პირობები