გორში შარტავას ქუჩაზე ორი საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი
გაუჩნდა. ცეცხლს სამი ეკიპაჟი აქრობდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე მაშველებმა ბინიდან
44-წლის მამაკაცი, რომელიც შშმ პირია, უვნებელი გამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამწვარია
დაახლოებით 80 კვ.ფართობზე სახურავი. სავარაუდოდ, ცეცხლი სადენებიდან
გაჩნდა.


სტატიის გამოყენების პირობები