ახალი ამბები
სამეფო ქუჩის სიბინძურე

 

,,ეს არხი წლებია ნაგვით არის სავსე, დაჭაობდა და ბაყაყები გაჩნდა. ორმაგი ფანჯრები ჩავაყენე, მაგრამ მაინც შემოდის ხმა და ვწუხდები. საშინელი სუნი დგას და ზაფხულში მით უფრო გაუსაძლისია მდგომარეობა. გორის მერთან ზურაბ ჯირკველიშვილთან ვიყავით შესულები. მან გვითხრა, მთელი ახალგაზრდობა ლენინის ქუჩაზე მაქვს გატარებული და დაგვპირდა არხების გაკეთებას, როცა ბიუჯეტში ფული იქნებაო. ეზოში ქვიშის ტომრები მაქვს მოგროვებული ყოველი წვიმის დროს. დიდი ნიაღვარი რომ მოდის, ამ ტომრებით ვამაგრებ, რომ წყალი არ შემოვიდეს. ესე როდემდე უნდა გაგრძელდეს? ვითხოვთ რომ სანიაღვრე არხები გაკეთდეს. თუკი სხვა ადგილებს აკეთებენ ხომ შეიძლება, რომ აქაც გააკეთონ? ვითხოვთ რომ მთავრობამ მოგვხედოს. " - ამბობს სამეფო ქუჩის მცხოვრები მაკინე ბერიანიძე.


მოსახლეობამ  თავიანთი სახსრებით არხების შეკეთება სცადა, მაგრამ მალევე ჩაინგრა. ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რამოდენიმე კვირის უკან, ფეხი დაიზიანა.

 

,,არხზე გადავდიოდი,  ჩაინგრა  და ფეხი ვიღრძე, რამოდენიმე კვირა ვერ დავდიოდი." - ამბობს ციცო სვანიძე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები