მომავალში უნივერსიტეტში მედიაციის საკითხებზე საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის შეტანა იგეგმება, რომელსაც მედიაციის ცენტრის ტრენერები და სპეციალურად მოწვეული ექსპერტები გაუძღვებაინ. ეს ხელს შეუწყობს მედიაციის, როგორც კონფლიქტის მოგვარების ალტერნატიული მეთოდის პოპულარიზაციას და დანერგვას საქართველოში.
გორის მედიაციის ცენტრი უკვე 2 წელია რაც ფუნქციონირებს, განიხილავს კონკრეტულ სამედიაციო საქმეებს, მათ შორის, საოჯახო მემკვიდრეობის, სამეზობლო და ბიზნეს დავებს. 2015 წლიდან მედიაციის დანერგვა განათლების სისტემაში მედიაციის ცენტრის ერთ-ერთი პროორიტეტია..
კონკრეტულად კი იგეგმება სასკოლო მედიაციის დანერგვა საჯარო სკოლებში და ასევე სასწავლო პროგრამების შეტანას მედიაციის თემაზე უნივერსიტეტებში. ამ მიმართულებით მედიაციის ცენტრმა სხვადასხვა უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
ფოტოზე: პროექტის ხელმძღვანელი მეგი ბიბილური და გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი
სტატიის გამოყენების პირობები