ახალი ამბები
გაფრთხილება მძღოლებს - ჭავჭავაძის გამზირი ცალმხრივი ხდება

 

საგანგებო ბრიფინგზე ისიც აღინიშნა, რომ ჭავჭავაძის გამზირიდან მოძრაობა წერეთლის ქუჩის მიმართულებით დასაშვები იქნება. 

 

ცალმხრივი მოძრაობა იქნება გურამიშვილის გამზირზე (ძველი ბაზრიდან ახალბაღის შესასვლელამდე); 

 

ცალმხრივი მოძრაობა ამილახვრის ქუჩაზე - (ახალბაღის შესასვლელიდან სამეფო ქუჩამდე)

 

ცალმხრივი მოძრაობა - სამეფო ქუჩაზე (ამილახვრის კვეთიდან ჭავჭავაძემდე)

 

,,თუ ამ სქემამ გაამართლა, შემდეგ უკვე ვიზრუნებთ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, საგზაო ნიშნებზე, მოხაზვებზე და ა.შ." - განაცხადა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა აკაკი ხუფენიამ. საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელებმა კი ბრიფინგზე მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.  შეხვედრაზე ტაქსოპარკის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებსაც კითხვები, ასევე, საგზაო ნიშნების მოხაზვებთან დაკავშირებითაც ჰქონდათ.

 

აკაკი ხუფენია განმარტავს, რომ მერიაში ტრანსპორტის სამსახური ახალი შექმნილია და, სწორედ, ამ მიმართულებით, ხარვეზების გამოსასწორებლად იმუშავებს. 

 

ცნობისათვის, დღეს არსებული საგზაო მონიშვნის ხაზები შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის საორგანიზაიო სამმართველოს ანალიზის განყოფილების თანამშრომლების ,,ანალიზის" მიხედვითაა გაკეთებული.

 

იხ. ფოტო-ილუსტრაცია 

Print

სტატიის გამოყენების პირობები