ახალი ამბები
გორმედი: ,,ჟანგბადის კომპრესორიდან ჰაერი გამოუშვეს"
სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის" განცხადებით, ჟანგბადის კომპრესორიდან ჰაერი გამოუშვეს, რაც 112-ე შეტყობინების საფუძველი გახდა.

ამის შესახებ qartli.ge-ს სამედიცინო დაწესებულების პრეს-სამსახურმა განუცხადა. მისი თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კომპრესორიდან დაგროვებულ ჰაერს უშვებენ და სწორედ ამ ფაქტს ჰქონდა ადგილი.

შუადღეს ,,გორმედში" პანიკა იყო. პანიკა კი, სწორედ, ამ კომპრესორიდან ჟანგბადის დიდი რაოდენობით გამოშვებამ გამოიწვია, რასაც აფეთქების ხმა ჰქონდა. მოქალაქემ მიმართა შსს-ს საინფორმაციო ცენტრს 112-ს, რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა გაზის აფეთქებას.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ შეტყობინება ინიციატორის მხრიდან გაუქმდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები