დღეს საღამოს, დაახლოებით 20:30 წუთზე გორში ორი ახალგაზრდა მამაკაცი
დააკავეს. შემთხვევა სპორტსკოლასთან მოხდა.
პატრულის თანამშრომლებმა ისინი იზოლატორში საზოგადოებრივი წესრიგის
დარღვევისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე,
მოათავსეს.
თვითმხილველი იტყობინება, რომ ერთ-ერთი მამაკაცი ქვაფენილზე უგონოდ
ეგდო. გამოიყენა თუ არა პატრულმა დაკავების დროს ელექტროშოკი, ამის
თაობაზე ჯერ უცნობია.
დაკავებულებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის მიხედვით,
სახდელი 166-ე და 173-ე მუხლებით დაეკისრებათ. ოქმებს სასამართლო
განიხილავს.
შემთხვევა რესტორან ,,ჟოზეფთან" (სპორტსკოლის გვერდით) მოხდა.
რესტორნის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ინციდენტთან მათ არავითარი
შეხება აქვთ.
სტატიის გამოყენების პირობები