ახალი ამბები
რეიტინგებში ჩამორჩენილი გამგეობები

 

აღნიშნულმა ორგანიზაციამ, 2014 წელს, კასპის გამგეობას 24 მოთხოვნით მიმართა, საიდანაც 11 მოთხოვნაზე პასუხი საერთოდ არ  მიუღია. შესაბამისად, კასპის გამგეობას 54%-იანი რეიტინგი მიენიჭა.

 

ქარელის გამგეობაში გაგზავნილი 18 მოთხოვნიდან 2 მოთხოვნა უპასუხოა, ერთი მოთხოვნა კი არასრულყოფილი. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგებში ქარელის გამგეობამ 84%-იანი პოზიცია დაიკავა.

 

ხაშურის გამგეობის სახელზეც ორი უპასუხო მოთხოვნა ირიცხება. მაგალითად, 19-მოთხოვნიდან 2 მოთხოვნაზე, ხაშურის გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა, პასუხი არ გასცა.

 

დანარჩენების მონაცემები ასეთია:

 

გორის გამგეობა - გაგზავნილი 15  (მოთხოვნა); დაბრუნებული პასუხებიდან ერთი არასრულყოფილია.

გორის საკრებულო - გაგზავნილი 14 (მოთხოვნა); პასუხები ყველა დროული და სრულყოფილი.

 

ხაშურის საკრებულო - გაგზავნილი 17  (მოთხოვნა); დაბრუნებული პასუხებიდან ერთი არასრულყოფილი.

ქარელის საკრებულო - გაგზავნილი 18  (მოთხოვნა); ორგანზიაციას ერთ მოთხოვნაზე პასუხი არ დაბრუნებია.

კასპის საკრებულო - გაგზავნილი 12  (მოთხოვნა); ერთი მოთხოვნა უპასუხო დარჩა.

 

100%-იან რეიტინგებში შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ვერ მოხვდა, რადგან მათ უწყებაში გაგზავნილი 13 წერილიდან არასამთავრობო ორგანიზაციამ, 11 სრულყოფილი და 2 არასრულყოფილი პასუხი მიიღო.

 

შეგახსენებთ, 12 თებერვალს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) გამართა ანგარიშის - „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2014“ პრეზენტაცია და საჯარო ინფორმაციის თვალსაზრისით ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა. გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა საჯარო უწყებების, ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.


IDFI-ის გუნდის მიერ 2014 წელს პროექტის განხორციელებისას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ გაიგზავნა 5 466 განცხადება 308 საჯარო დაწესებულებაში. აქედან ორგანიზაციამ მიიღო:

 - სრულყოფილი პასუხი - 3 628(66,4%)

 - არასრულყოფილი პასუხი -356(6,5%)

 - უარი -85(1,5%)

 - უპასუხო-1 397(25,6%)


ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარის, ლევან ავალიშვილის თქმით, უარების 65% IDFI-მ შპს-ებისა და ააიპებისგან მიიღო და საჭიროა საკანონმდებლო რეფორმა ამ კუთხით გაუმჯობესებისთვის.

 

ანგარიშის შესახებ სრული ინფორმაცია იხ. აქ:


 

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები