ახალი ამბები
ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული მღვდელი გორის პოლიციაში დაკითხვაზე მიიყვანეს
ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის სასულიერო პირი, დეკანოზი დავით (დურგლიშვილი) გორის პოლიციაში დაკითხვაზე მიიყვანეს. ის დღეს 5 თებერვალს ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ ე.წ. საზღვარი გადაკვეთა და ამის გამო დააკავეს. 

შეგახსენებთ, 4 თებერვალს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზთან რუსმა სამხედროებმა მამა დავითი (დურგლიშვილი) დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, დურგლიშვილი სოფლის განაპირას, სხვა პირებთან ერთად, მიწის ნაკვეთში მუშაობდა.

სასულიერო პირი ნიქოზის ეკლესიის მსახურია. იგი წარმოშობით ავნევიდანაა და ამავე სოფელში ღვთისმშობლის ტაძრის ღვთისმსახური იყო. აგვისტოს ომის შემდეგ ნიქოზში მსახურობს.

ია თინიკაშვილის ფოტო

Print

სტატიის გამოყენების პირობები