,,მონასტერი წმინდა ადგილია, რომლის მიმართ მოწიწება გვმართებს.
სტუმრებს ვთხოვთ დაიცვან და პატივი სცენ მონასტრის წესებს" - ამ
შინაარსის აბრა გაკრულია ატენის სიონის შესასვლელთან.
გასულ წელს ეკლესიის ეზოში კელიების მშენებლობა დაიწყო. კელიები
მამათა მონასტრისთვისაა განკუთვნილი. გორის ეპარქიის წარმომადგენლები,
სწორედ, ამ ფაქტიდან გამომდინარე, ითხოვენ სამონასტრო წესების
დაცვას.
მამაკაცებისთვის დადგენილია, რომ ისინი მონასტრის ეზოში მოკლე
შარვლებით და ვიწრო მხრიანი მაისურით არ უნდა შევიდნენ.
გოგონები არ დაიშვებიან ქვედაბოლოთი, მოკლე შარვლებით, შარვლით და
მოკლე შარვლით.
ასევე, არ შეიძლება ფოტოაპარატით, კამერით და მობილური ტელეფონით
ფოტოების გადაღება. არ დაუშვებენ სტუმრებს ძაღლით.
ჯერ კიდევ 2 წლის წინ 2016 წელს ანალოგიური მოთხოვნით წარწერა
ყინწვისის მონასტრის შესასვლელში გამოაკრეს. ამ ფაქტს მაშინ საკმაოდ
დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიზიტორები აცხადებენ, რომ ზაფხულის ცხელ
დღეებში, ისინი საზაფხულო ტანსაცმლით მოგზაურობენ. მონასტრის
წინამძღვრებმა ეკლესიის შესასვლელში თავსაბურავები დააწყეს.
სტატიის გამოყენების პირობები