ახალი ამბები
ვეტერანებისთვის მატარებლის ბილეთის ფასი განახევრდება
ვეტერანები რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობისას 50%-იანი შეღავათით ისარგებლებენ. ამის შესახებ qartli.ge-ს ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, სს’’საქართველოს რკინიგზის’’ ერთობლივი ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის N44 განკარგულებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის დაწესდა 50%-იანი შეღავათი მატარებლების გარკვეული კატეგორიის ვაგონებით მგზავრობაზე.

ვეტერანების საქმეთა სახელმიწფო სამსახურის ბენეფიციარები აღნიშნული შეღავათით სარგებლობას შესძლებენ სამგზავრო ბილეთის შეძენისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები