,,რაიონის მაშტაბით ვიწყებთ სილამაზის სალონების შემოწმებას. ვადგენთ, თუ რამდენადაა ჰიგიენური ნორმები დაცული; არიან თუ არა საერთოდ ინფორმირებულები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახდინონ ჰიგიენის დაცვა; რა უნდა გააკეთონ ამისათვის. გვინდა, რომ მთელი რაიონის სალონები შემოვიაროთ, რომ დავდოთ სურათი, თუ რა ვითარებაა ამ მხრივ ქარელში და მის რაიონში, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვადასხვა ინფექციური დაავადებები." - აღნიშნა ირმა ფარეხელაშვილმა.
თათბირზე ცნობილი გახდა, რომ აგარისა და რუისის სამუსიკო სკოლებს რემონტი ჩაუტარდება. თანხები უკვე გამოყოფილია და სარემონტო სამუშაოები უახლოეს პეროდში დაიწყება - განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა.
ზაზა გულიაშვილმა აღნიშნა, რომ ქარელში მალე რეგიონალური პროექტის განხორციელება დაიწყება.
,,დაიგება 6 კილომეტრიანი გზა კეხიჯვარი-ზღუდერის მიმართულებიღთ, რისთვისაც გამოყოფილია 2 მილიონ სამასი ათასი ლარი. ტენდერი უკვე დამთავრდა. უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს გამარტივებული ტენდერი იყო. ნაცვლად 20 დღის ვადისა, 3 დღიანი ტენდერი გამოცხადდა. გამარჯვებული ფირმაც გვაყავს. ამ ეტაპზე პროექტის დაზუსტება მიმდინარეობს და მალე სამუშაოებსაც დავიწყებთ." - განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
ასევე გამარტივებული ტენდერის მეშვეობით სოფელ დირბის გზის მშენებლობა განხორციელდება. ძლევიჯვარი-ბებნისის მეურნეობის გზის მშენებლობა კი ოდნავ გადაიდო. ,,აქ ვერ მივიღეთ გამარტივებული ტენდერი და უნდა დაველოდოთ ოც დღეს" - დასძინა ზაზა გულიაშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები