ახალი ამბები
პატარა მეჯვრისხევში ახალი სკოლა Design-Build-ის მეთოდით აშენდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევში ახალი სკოლა აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ძველი შენობის ბაზაზე, რომელშიც ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას მუზეუმი იყო გახსნილი, გაკეთდება ახალი სკოლა Design-build-ის მეთოდით. Design-build არის მეთოდი, რომლის მიხედვით, სკოლის დიზაინზე, არქიტექტორი მუშაობს მშენებელთან ერთად, ერთი კონტრაქტის ფარგლებში.

საჯარო სკოლის შენობა გათვლილი უნდა იყოს 150 მოსწავლეზე და უნდა მოიცავდეს (თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლოს) შემდეგ სივრცეებს:

- 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია;
- დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბუღალტერია-არქივით;
- სამასწავლებლო;
- სასწავლო ნაწილის ოთახი;
- ბიბლიოთეკა წიგნ-საცავით;
- ექიმის კაბინეტი;
- მანდატურის/დაცვის ოთახი;
- სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის;
- კვების ბლოკი-სასადილო /ბუფეტი;
- დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
- რეკრეაცია;
- ფოიე გარდერობით, დერეფანი.

პრეს-სამსახურის ცნობით, გამოყოფილია 2,5 მლნ ლარი. ტენდერის შედეგები მარტში გახდება ცნობილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები