ახალი ამბები
სასამართლოსთან თემურ მანველიშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან
სასამართლო პროცესზე დასასწრებად თემურ მანველიშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან. გორის რაიონულ სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.

მხარდამჭერები ამბობენ, რომ მანველიშვილს ბრალი უსამართლოდ წაუყენეს, რადგან საჯარო მოხელემ გორელების ღირსება დაიცვა. სოციალურ ქსელში მხარდამჭერთა ჯგუფში 500-ზე მეტი გორელია გაწევრიანებული

დღეს გორის რაიონულ სასამართლოში თემურ მანველიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ.  პროკურატურის შუამდგომლობა 10:30 სთ-ზე გახდება ცნობილი.

თემურ მანველიშვილმა 2018 წლის ოქტომბერში სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს ვედრო ჩამოამხო. პროკურატურის პრეს-სამსახურის განცხადებით, გიგა მაქარაშვილი დაზარალებულად ჯერ კიდევ 16 იანვარს ცნეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი იყო მისივე ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა.

მანველიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ,,ბ" ნაწილით წაუყენეს, რომელიც ისჯება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ. მუხლის ფორმულირება ასეთია - “პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, თანამდებობის გამოყენებით, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.”
Print

სტატიის გამოყენების პირობები