გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ძალაში 2014 წლის 2 აგვისტოდან შევიდა. ახალი საკრებულოს თანამდებობის პირებმა და თანამშრომლებმა პრემია, ამ დრომდე, მხოლოდ ერთხელ, დეკემბერში წინასაახალწლოდ აიღეს. საკრებულოს თავმჯდომარემ კოტე თავზარაშვილმა თავისი გადაწყვეტილების მოტივად სანიმუშო მუშაობა დაასახელა.
ყველაზე ცოტა პრემია დამლაგებელს თამარ ადუაშვილს 330 ლარი ერგო, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლს - 790 ლარი.
პრემიები მიიღეს საკრებულოს თავმჯდომარის ორივე თანაშემწემ - კობა ბლიაძემ და ინგა ტარიელაშვილმა - 790-790 ლარი.
კოტე თავზარაშვილი გვეუბნება, რომ ეს წახალისება ხელფასის ოდენობით განსაზღვრა.
წახალისებულთა სიაში მოხვდნენ:
ფრაქცია ,,ქართული პარტია" (ირაკლი ოქრუაშვილი) თავმჯდომარე ჯაბა იმერლიშვილი - 1350 ლარი
ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - თევდორე ხოსრუაშვილი - 1350 ლარი
ფრაქცია ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - დამოუკიდებელი მაჟორიტარი"- თამარ კოდოშვილი - 1350 ლარი
ფრაქცია ,,ქართული ოცნება" - კობა ბერიანიძე - 1350 ლარი
ფრაქცია ,,ეროვნული ფორუმი" - ივანე არჩუაძე - 1350 ლარი
ფრაქცია ,,რესპუბლიკელები - კონსერვატორები" ზვიად დავითიძე - 1350 ლარი
კომისიები
,,საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე" - სოსო ვანიშვილი 1350 ლარი
,,სამანდატო საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე" - ლიანა კოვზიაშვილი 1350 ლარი
,,სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის" თავმჯდომარე ვახტანგ ბერკაცაშვილი - 1350 ლარი
,,ჯანდაცვის, განათლების, სპორტისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე" - ზურაბ ყაჯრიშვილი 1350 ლარი
,,ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის მართვის კომისიის" თავმჯდომარე - მერაბ მელანაშვილი 1350 ლარი
ხელმძღვანელები
საკრებულოს თავმჯდომარე - კოტე თავზარაშვილი 2360 ლარი
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - თეიმურაზ გიგუაშვილი 1700 ლარი
აპარატის უფროსი - ღუტო თოდაძე 1000 ლარი
ხოლო საკრებულოს სპეციალისტებმა, სულ 12 ადამიანმა, 560-560 ლარი.
ჯამში დეკემბერში გაცემული ,,კოალიციური პრემია" - 30 000 ლარს შეადგენს.
როგორც ვნახეთ, 35 დეპუტატიან საკრებულოში 13-მა დეპუტატმა აიღო პრემია, რადგან ნაწილი ფრაქციას, ნაწილი კი კომისიას ხელმძღვანელობს. რიგით წევრებს კი დანამატების და პრემიების აღება ეკრძალებათ.
პრემიის გარეშე დარჩენილთა რიცხვში ,,თავისუფალი დემოკრატი" ხათუნა ხათაშვილიც მოხვდა. ის ფრაქცია ,,თავისუფალ დემოკრატები - რესპუბლიკელები"-ს თავმჯდომარე იმ დრომდე იყო, ვიდრე ირაკლი ალასანია ოპოზიციაში წავიდოდა. ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე კობა ბერიანიძე განმარტავს, რომ თავის გამონათქვამში ფრაქციაში ყოფნა იგულისხმა. ,,ხათუნა ხათაშვილმა ფრაქცია ვერ შეინარჩუნა ,,მრეწველებთან", ან კიდევ შეეძლო ,,რესპუბლიკელებთან" გაერთიანება, როგორც ეს ქალაქის საკრებულოში მოხდა" - გვითხრა ბერიანიძემ.
რაიონისგან განსხვავებით ქალაქ გორის საკრებულოში ,,თავისუფალი დემოკრატების" და ,,რესპუბლიკელების" ალიანსი დღემდე შენარჩუნებულია. ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები - რესპუბლიკელები" დღემდე არსებობს.
ფოტოზე: კობა ბერიანიძე და ხათუნა ხათაშვილი
სტატიის გამოყენების პირობები