ახალი ამბები
ვარიანში გამართულ თევზჭერის საერთაშორისო ტურნირზე ქუთაისელმა გაიმარჯვა
გორში, ვარიანის საკალმახე მეურნეობაში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ტურნირში სამი ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილობას.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, ერთმანეთს საქართველოს, უკრაინისა და სომხეთის მეთევზეები შეეჯიბრნენ. პინინგით თევზჭერის საერთაშორისო ტურნირი გორის მუნიციპალიტეტში პირველად ჩატარდა. 

4 ეტაპიანი ტურნირი ერთ დღეში დასრულდა. გამარჯვებულებს პრიზი გორის მერმა გადასცა.

ტურნირი სპინინგით თევზჭერის მეთოდის პოპულარიზაციისა და შესაბამისი გამოცდილების ამაღლების მიზნით მოეწყო.

თევზის „დაიჭირე-გაუშვი“-ს (Catch&Release) პრინციპის დაცვით გამართულ ტურნირი, საქართველოს საკალმახე ლიგის ორგანიზებითა და გორის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები