დღეს დილით ლატარიის კომპანიის კუთვნილი ჯიხური, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, ასევე, სადგურის დასახლებაში, გორიჯვრის ქუჩაზე მდებარე მაღაზია მეპატრონეებს გატეხილი დახვდათ.
საქართვლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯიხურთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, (სხვისი ქონების დაზიანება). რაც შეეხება მაღაზიას, ამ შემთხვევაში გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს (ქურდობა)
,,ლატარიის კომპანიის ჯიხურის ფანჯარა დახვდათ ჩამტვრეული, გამოიძახეს პოლიცია, მოპარული არაფერი აღმოჩნდა. გამოძიება დაიწყო 187-ე მუხლით" - იუწყება პრესსამსახური.
სტატიის გამოყენების პირობები